ცივ-გომბორიდან სიმღერით სიცოცხლის გადასახედი მოსჩანს იისფერ ნისლებში კახეთი, ჩემი კახეთი. დგას ალავერდის ტაძარი, ფიქრივით მიმოფანტულა ნანგრევები და ნაცარი. იყალთოს სიბრძნის ტაძრისა, რომლის სხივებმა წინაპარს გზა მწუხრში გაუნათლისა. დილის მზის გადასახედი, ირმების გადასახედი, კახეთი, ტკბილი კახეთი. სხვენზე პატარა აკვანი, დედის დარგული ნუშებით განათებული სახლ-კარი. ალაზნის ტკბილი დუდუნი, ერთი მტკაველი ქალაქი, გალავნით შემოზღუდული. მეზვრე ქვევრისპირს მიწვება, ყანწის და სავსე ქვევრების გაბაასება იწყება. სიცოცხლის გადასახედი, ირმების გადასახედი, კახეთი, ჩემი კახეთი. |
ლექსები კახეთზე • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |