ლურჯად ბიბინებს ზღვა სანახეთა, სიშორე ჰყვირის, როგორც თავხედი. მე სიღნაღიდან ველს რომ გავხედავ, მაშინ მივხვდები - რაა კახეთი!
რა უშფოთველი და სამოთხური... შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი, გდია ჭალებით გარშემორტყმული, აქეთ - ანაგა, იქით - ვაქირი, ცა - დაკეტილი მთების სარაზით...
რომ მეც დავთვერი ამ სილამაზით! |
ლექსები კახეთზე • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |