როდესაც ასე ახლოა გრემი, მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი, რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.
არის ბებერი და დანგრეული, მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი, როგორც საყვარელ ქალის სხეული.
სახეგაპობილ ტაძრის ალმური, და ვიცი ახლა რად მიყვარს ასე ვაზიც, ჩუქურთმა და სალამურიც.
და ყველაფერი მგონია ჩემი როდესაც ასე ახლოა გრემი, როდესაც ასე ახლოა გრემი. |
ლექსები კახეთზე • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |