თითქოს ამ ქალაქში დავიბადე, აქვე მოვიშუშე იარები, აქ მზე განახლების სულით მანთებს, წვიმა ნათლობის და ზიარების.
აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი, და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო, ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი.
და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა, ტალღად მოგაწყდება გარითმული, წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა,
თითქოს შთაგონებას ეწყურები, მინდვრებს შესევია ყვავილები, ხეებს მოჟღურტულე ბეღურები.
ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი, გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით... |
ლექსები ბათუმზე • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |