მიყვარს ბათუმი... მისი ბუნება, მის ოქრორეულ ლაჟვარდის ბლონდი, მისი ზღვის მძლავრი აგუგუნება, მისი ზენიტი და ჰორიზონტი.
ცურავს ფოთლებში სუფთა და ჩუმი. ფლორის სიმშვიდით და გადარევით სავსე ლაჟვარდი - მიყვარს ბათუმი.
და მხიარული ულტიმატუმი შესძლებს, რომ გულის გულთან კავშირი შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი.
სადავეები მიუშვა მერნებს, ისე ცისტერნას მისდევს ცისტერნა და თვლა არა აქვს ნავთის ცისტერნებს.
კვლავ ჩაქურების და თავსაფრების... მიყვარს გუგუნი ჩვენი გემების, გაფრიალება მძაფრი აფრების.
და დაფიქრებით თუთუნს აბოლებს... ტალღების მძლავრი და მხნე ხმაური შლის მოგონებებს და პარაბოლებს.
ზურმუხტისა და ოქროს ფერებით, კვლავ აგონდება ძლიერი გემი, გარშემორტყმული კრეისერებით.
ტორპედოს ეხლა სხვა ეწირება: მტრის გემი, მსვლელი უკუღმა-წაღმით, იხრება, წვება და იძირება.
რომ გადალახოს მთელი განედი. ასეთი არის შავი ზღვის შფოთი: ზღვას და სიმშვიდეს სძულთ ერთმანეთი.
სადაც ოდესმე ახსოვდა ნაპირს: წყალზე მოდებულს შეამჩნევ დილას, ნავთის ნიშნებით ფარულ ზედაპირს.
განიგმირება იმისიც გული, ბომბარდირების შემდეგ ბრიალა ცეცხლში იქნება ის გახვეული. |
ლექსები ბათუმზე • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |