როცა თბილისში წვიმს მე ჩემს ბათუმში ვარ... ბათუმი არის წვიმა, და არაფერი სხვა.
მისი ქუჩა და ზღვა. ბათუმი არის ძიძა, და არაფერი სხვა.
პირზე ეკერა ხალხს, ბათუმი არის ნაღველი და არაფერი სხვა.
ბევრჯერ გოლგოთის გზას, ბათუმი არის შერისხვა, და არაფერი სხვა.
ხან მიღერებდა ქვას, ის იყო ჩემი კორიდა, და არაფერი სხვა.
მიწა ხურავს და ხრავს, ბათუმი არის სიკვდილი და არაფერი სხვა.
მე ჩემს სიკვდილში წავალ, ოღონდ გათენდეს „ხვალ“... ბათუმი მონატრებაა, ბათუმი მოლანდებაა, და არაფერი სხვა.
და უკანაკნელ ხანს, ბათუმი სიყვარულია და არაფერი სხვა.
ჩემი ჯვარცმა და ხსნა, ბათუმი არის ბათუმი, და არაფერი სხვა.
მისი წვიმების ხმა... ბათუმი მაინც წვიმაა, და არაფერი სხვა. |
ლექსები ბათუმზე • • • • • • ვახტანგ ღლონტის პოეზია |