მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, - ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს. ახლა თოვლივით ვილევი მზეზე და მომდევს ქარი შორი აპრილის.
შენი დღეები ამწვანებული. მოვედი შენთან თბილისის ნისლით და ღამეებით გაწვალებული.
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას. და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო, ველი სხვანაირ დღის გათენებას.
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს: რომ ჩემი სული ფერფლია მართლა, რომ გული სევდას აქაც აგროვებს.
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი. უამინდობამ მე დამამძიმა და ისევ მელის გზა დამღუპველი.
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე. ო, ქუთაისო, ეს მწუხარება და ეს ტირილი შენ მაპატიე… |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |