მიწა ხარ თუ ვეფხვის ტყავი, ბრწყინავ ათასფერებად ზეცა ორბის ფრთანაკრავი მაღლიდან გეფერება.
დაცვარული გედივით, მკერდზე მტრედად დაგფრენია ხვამლის თეთრი მერდინი.
პოეზიის მირონი, საკოცნელად გეპარება სუნთქვა გალაკტიონის.
თავზე ელვად გეღვრება, ჩანს ბაგრატის ნანგრევები უკვდავ გმირთა ძეგლებად.
მასპინძელო მარადა, საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადავ!
ეს მზე მარად გფარავდეს, ვინც სიბერე გაგიხაროს, შენებრ გაჭაღარავდეს. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ოთარ მამფორიას პოეზია |