შენს სამთხვევნად ჩამოვსულვარ, მე როდი ვარ უთავისო, საქართველოს მადლის ძუძუვ, ვარდასხმულო ქუთაისო.
ყველა ისრით გულს დაესო, გულმაც რა ჰქნას ამის მეტი, საწყაული თუ აევსო.
შენს სუფრაზე ნუ დამისომ! მის მოტანილ ლოდზე ვდგევარ, გმირთა მამავ, მუდამისო!
შენი პირველ გუთანისო, ვარდასხმულო, ვარდის დედავ, საოცნებო ქუთაისო!
დიდხანს იყავ უგაისოდ, - შენი ვარდი უჭკნობია, შენი მზეა - უდაისო.
ძველი ცეცხლი თუ დაივსო, ჭაღარავ და სულ ჭაბუკო, სულ რაინდო ქუთაისო.
შენს ძველ ქვებში, მზის ქალაქო, ქართლის ფუძის ჩამყრელი ხარ, დღესაც არ ხარ უბარაქოდ.
დიდ შვილების მეაკვანეს, წინაპართა გადმოცემულ ახალ დროშას მიაქანებ...
შენ - გელათის ქვაკუთხედო, ჩემი ძარღვი, ჩემი ლექსი თქვენის მადლით აკურთხეთო!
ლექსს ვერ ვიტყვი, ქუთაისო! ვაჟას სულმა გამომგზავნა, მისი ლექსიც მსურს დავისწრო,
ვეტყვი, მამავ, უმამესო! ხომ გახარებს აყვავება ქართლის ვაზის თუ ყანისო,
ერთად ვუთხრათ, უამესო! დღესაც ბევრი გყავს ოსტატი, სანატრელო ქუთაისო!
გორისა და რუსთავისო! მე ამ კოცნის ნაპერწკალის წინწკალი ვარ, ქუთაისო.
საქრობად ხელს ნუ დამისობ, შენს უვარდოდ - უმაისოდ, მზეც არ მინდა, ქუთაისო! |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |