ახ, ქუთაისი! ქუთაისი! მშვენიერია ბაგრატის ნაშთი, დაკვალთული ტყის უსურვაზით. მის წინ თვით სევდაც ქუდს მოიხდის კრძალვით, თავაზით. იგი მეომრის ჭრილობისებრ მგრძნობიერია. ან ეს რიონი რას ბუზღუნებს უცნაურ ბრაზით, ან, თუნდ ეს ცირა, ფერს რად ესვრის ყვავილს სინაზით ვინ არის: ეზოს ქურციკია თუ ტყის ფერია? სტირის თუ მღერის, მხოლოდ თვისით - თავისებურად, ის დამნაშავე თუ არ არის, არც მართალია. სიტურფე იყო ქუთაისის დედა მშობელი, - შეჰქმნა და მასზე გულმოკლულმა სული დალია. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |