შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე, თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია, შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია.
ათასი გზით მოწყვეტილი ფოთოლი ხარ, მაგრამ მაინც, წაგლეჯილი მტრის პირიდან, ქართველის გულს დღევანდლამდე მოჰყოლიხარ.
დაწყვეტილი გულის სიმებს შეჰხებიხარ, შენ თბილისი კი არა და იმ ქართველთა დაუმშრალი თბილი სისხლის წვეთები ხარ.
მას დედის რძე მწარე შხამად შერგებია, მტკვარს რომ ხედავ, ეს მთის წყალი კი არა და ქართველების სისხლნარევი ცრემლებია.
ხარ თამარის ღიმილივით დახატული, ქართველების სალოცავი ხატი ხარ და მზის ნათება ზურმუხტოვან გაზაფხულის.
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია, შენ თბილისი კი არა და, ჩემო კარგო, ის მაოცებს, ნატვრის თვალი რად არ გქვია?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ დუმბაძის პოეზია |