ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა, სახლებზე ადის ფერადი ბოლი და კიბეებზე, ვით ვინიეტკა, დაფენილია დაფნის ფოთოლი.
გზებზე ქარივით მოქარავანე და აიმართნენ, ვით ჟირაფები, მთა არსენალის და მთა სავანე.
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას. ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს, ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით და არ მშორდება თბილისის ცქერა, სავსე ქართული პატიოსნებით.
ცა - ოკეანე, მთვარე - ნაფოტი, თბილისი ჩემთვის არის მაღალი გილიოტინა და ეშაფოტი.
ახალი გწვავდეს მზე უვედრები და განიცადო ასეთი ჯვარცმა, უბედურება, რღვევა, ცხედრები.
სად ყვავილების ჩუმია შფოთი, და განიცადო ასეთი წყევლა: გილიოტინა და ეშაფოტი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |