გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი, საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო, თორმეტი წლის გატანჯული მოვედი.
შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო, წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო, მათ საფლავზე სალოცავად მოვედი.
საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო, შენი შვილი პოლშის ციხემ მმალაო, სისხლგამშრალი სალოცავად მოვედი.
ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო, ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო, ნაწამები საბანაოდ მოვედი.
გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო, გაყიდული ორპირ მეგობრისაო, გამარჯობათ! იეთიმ გურჯი მოვედი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |