1
იქ, სადაც ხიდთან თუჯის გრიფონებს თვალებს უმძიმებს მარადი ძილი, პირველად ვგრძნობდი მე ამ სტრიქონებს დამათრობელი ზაფხულის დილით.
იდგა გაშლილი ედემის ბაღჩათ და მთელ ბუნებას გულის კარამდე გაეხსნა თავის ცისფერი ფარჩა.
ვეღარ მოასწრეს ჩარაზვა მისი - თორემ ამ წარღვნას თაფლის და რძისა რათ აღარ უჩანს დასაბამისი?!
რომ აუდგიათ მეტყველი ენა, სუნთქვის სურვილი ასე რათ უჩქეფს და ეჩქარებათ ცაში აფრენა?
ცაში გაფრენის ნატრული ხდება და ერთი წამით, ნისლათ ქცეული, მზესა და ჰაერს შეუერთდება!
2
ხიდის მახლობლად, სადაც გრიფონებს აქვთ გასაფრენად გაშლილი ფრთები, შენთან შეხვედრას ისევ ვიგონებ და შენზე ფიქრით ისევ ვინთები.
მაგრამ, ძვირფასო, მე ისევ მავსებს ღიმილი, დილის გამომსახველი, და დილა შენი ღიმილის მსგავსი!
ამ ქარხანაში აბრეშუმს ქსოვდე? უცქერდე, როგორ გამორბის მაქო და გმირულ შრომის ღელვასაც გრძნობდე!
გატკბობს მტრედების ღუღუნი ძილში - როს ფორთოხლების კრეფით დაღალულს მიგეძინება ცაცხვების ჩრდილში.
ამ დილის ფეთქა, ეს მზე და სითბო, ამ ცის დიდება თავზარდამცემი ეგებ შენც სადმე სიცოცხლეს გიტკბობს?
შენ ჩრდილოეთის გიტაცებს გზები და არ გაშინებს ყინვა და დაღლა და არც ქარბუქის მზარავი ხმები.
გიწევს მშობელი ვაჟკაცის შვილი - გააღე კარი ამ ლექსის ხმაზე, რადგან შენა ხარ თვით სილამაზე და თვით სიცოცხლეც არის ადვილი!
ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მიწა, რადგან ეს გული სავსეა რწმენით, და, ცეცხლად ქცეულ ზეაღმაფრენით, ამ დიდ სასწაულს უმღერს და იცავს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |