შენ ჩემს მაგიერ მტკვარს მოახსენე, შორით რომ შენსკენ მოეხარება, რომ შენი მიწა და სასახლენი, მას ჩემზე მეტად ვერ ეყვარება.
ჩვენში მისგვარი ნაჭრის საბანი, შენს სიყვარულში ვერ გამისწორდეს, ბევრიც მოგართვას იასამანი.
ჩემთან შენს ამბორს ნუ ეტანება და მამადავითს, მთას გაგრძელებულს, ფეხზე ადგომის მიეც ბრძანება.
აპრილს და მტკვარს არ გავეტოლები, შენმა მიწამ და გზებმა იხარონ, ნაკლებ ერთგული არ გეყოლები.
მეტეხს და მტკვარსაც, ჩემზე ხმიანებს. ის გულში, როგორც კახეთს მაჭრობა, ჩვენ გვიდუღს, მხოლოდ ადამიანებს.
შენივე მიყვარს შენს მოქალაქეს, არა ვით მტკვარს და აპრილს, არამედ როგორც უყვარდა სამას არაგველს.
არ გაპარულან მტკვარში მხარულით, მარად შევნატრი მათ სიყმაწვილეს მე მესმის მხოლოდ ეს სიყვარული.
სხვა წინაპარი ჩვენ არ გვყოლია, ყველა ვაჟკაცის ძარღვი მაგარი მხოლდ ჩვენს მკლავში შენახულია.
ცა მიგელოდა? - განა ფირუზი, შენი ბრძანებით ვარ გადამწვარი მტკვრის ამწვანებულ სანაპიროსი.
ყველა უბანს და გზას ახურია რა დამდუღრავი და რა ფერადი რა ცეცხლიანი გაზაფხულია.
როს აყვავდება ბაღშიც შვინდები, ჩამოვიფხატავ ცხვირ-პირზე ქოჩორს შუა ქალაქში ავყიჟინდები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ირაკლი აბაშიძის პოეზია |