მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4881 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ენის სიტყვათა მარაგი დროთა განმავლობაში იცვლება. აკლდება მოძველებული სიტყვა-გამოთქმები, მაგრამ ემატება ბევრად მეტი ახალი სიტყვა და გამოთქმა.

მაგალითად, დღევანდელ ქართულში არ იხმარება: სიყმილი (შიმშილი), აზავერი (ხარი), აპნისი (იანვარი), კარაული (ვირი), ტარიგი (კრავი), არგანი (ჯოხი), მყვარი (ბაყაყი) და სხვ.

მოძველებულ, ხმარებიდან გამოსულ სიტყვასა თუ გამოთქმას არქაიზმი ეწოდება.

ენას უფრო ბევრი ახალი სიტყვა და გამოთქმა ემატება, ვიდრე აკლდება. მაგალითად, შედარებით ახალი სიტყვებია: გამზირი, შვებულება, კოსმოსი, კოსმონავტი და სხვა:

ენაში ახლად შემოსულ და დამკვიდრებულ სიტყვასა თუ გამოთქმას ნეოლოგიზმი ჰქვია. ასეთი სიტყვები გარკვეული დროის შემდეგ კარგავენ სიახლეს.

ა რ ქ ა ი ზ მ ი  და  ნ ე ო ლ ო გ ი ზ მ ი  წამოშობით ბერძნული სიტყვებია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, დაყოფით დაბეჭდილი სიტყვათაგან რომელია მოძველებული, ხმარებიდან გასული, და რომელი - ახალი.

1. მითხარ, - სადღაა მამაპაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი,  ქ ვ ე ლ უ რ ი : (ჭავ.).

2. თოთხმეტი წლისა შევიქენით  ბ ა ტ ო ნ ი  და  ყ მ ა,  როცა ქალაქში სასწავლებლად გაგზავნა დიდმა ბატონმა დააპირა. (ჭავ.).

3. თ ა ვ ა დ ი  ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი (ჭავ.).

4. ო დ ე ს მ ე  ერთი გუგული ცხოვრობდა ტყეში. (გოგ.).

5. ო დ ე ს  მორჩნენ ბანაობას, შეიმშრალეს, ტანი სველი (შანშ.).

8. უწინდელს დროში ღვთისა  მ ო ს ა ვ თ ა  გამოუქვაბავთ  მ უ ნ  მონასტერი. (ჭავ.).

7. გიხაროდეს ოფლის წვეთი - ხეზე კვირტად გამოსხმული, ჭიანჭველას მშვიდი გარჯა და  რ ა კ ე ტ ა  ჩ ქ ა რ ო ს ნ უ ლ ი (შ. ნიშნ.).

8. ტ რ ა ქ ტ ო რ ი  გუგუნებს, გუგული დაქრის, სალამი გუგულებს! სალამი აპრილს (მ. ლებ.).


სავარჯიშო 2. დაასახელეთ რამდენიმე მოძველებული, ხმარებიდან გასული სიტყვა, რომლებიც შეგხვდათ მხატვრულ ნაწარმოებთა შესწავლის დროს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ