ბრუნვები და მათი ნიშნები
ერთი და იგივე სახელი წინადადებაში შეიძლება შვიდი სხვადასხვა სახით შეგვხვდეს. თვითეულ ამ სახეს ბრუნვა ჰქვია.
ეს ბრუნვებია: 1) სახელობითი, 2) მოთხრობითი, 3) მიცემითი, 4) ნაესაობითი, 5) მოქმედებითი, 6} ვითარებითი, 7) წოდებითი.
თვითეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს.
მ ა გ ა ლ ი თ ი:
სახელობითი ამხანაგ-ი მწერალ-ი
მოთხრობითი ამხანაგ-მა მწერალ-მა
მიცემითი ამხანაგ-ს მწერალ-ს
ნათესაობითი ამხანაგ-ის მწერლ-ის
მოქმედებითი ამხანაგ-ით მწერლ-ით
ვითარებითი ამხანაგ-ად მწერლ-ად
წოდებითი ამხანაგ-ო მწერალ-ო
შავად დაბეჭდილი დაბოლოებანი სათანადო ბრუნვის ნიშნებია.
სახელის ცვლას ბრუნვათა მიხედვით ბრუნება ჰქვია.
ბრუნვის ნიშნის გავრცობა
ზოგიერთი ბრუნვის დაბოლოება შეიძლება გავრცობილ იქნეს ა ხმოვნის დამატებით; მაგალითად, ითქმის ამხანაგ-ს და ამხანაგ-სა, ამხანაგ-ის და ამხანაგ-ისა, ამხანაგ-ით და ამხანაგ-ითია, ამხანაგ-ად და ამხანაგ-ადა.
ბრუნვის ნიშნების გავრცობა უფრო ხშირია პოეზიაში, პროზაში კი ნაკლებად გვხვდება.
ჩვეულებრივ მეტყველებაში გავრცობილი ბრუნვის ნიშნები იხმარება სამ შემთხვევაში:
ა) როცა მიცემითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში დასმულ სახელს და კავშირი მოჰყვება: მთასა და ბარს, ცისა და მიწის, ფანქრითა და კალმით;
ბ) როცა ნათესაობითში დასმული სახელი განსაზღვრებაა და მეორე ადგილზე დგას: მოთხრობა ილია ჭავჭავაძისა, ლექსი აკაკი წერეთლისა, რომანი ვ. ბარნოვისა;
გ) როცა სახელს ც ნაწილაკი დაერთვის: სტუმარსაც, სტუმრისაც, სტუმრითაც, სტუმრადაც.
სავარჯიშო. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი მაგალითები და აღნიშნეთ, რომელ ბრუნვებს ეხება ნიშნების გავრცობა და რა შემთხვევაში იხმარება ისინი.
1. სეტყვასა და ნიაღვრებს შენთვის ვერა დაუკლიათ რა (ლომ.).
2. მგლების ყმუილი მოისმის ივრისა და ალაზნის ჩალიანი ნაპირებიდან (რაზ.).
3. სკოლითა და ადვილად გასაგები ლექციებით შევებრძოლები გაუნაილებლობას, სხვადასხვა სნეულებას (ლომ.).
4. ახალ მოსულ თოვლს არსად არ აჩნდა ნაფეხური ადამიანის (ჭავ.).
5. შენ ხარ გვირგვინი მშვენიერებისა, შენ ხარ წყარო ბედნიერებისა (ლომ.)
6. ვასწავლი დიდებსაც და პატარებსაც (ლომ.)
7. კრულია მისი ხსენება, ვინ.ც დაჰგმობს დედაენასა, თვის ტომს ღალატობს და მითი აპირებს მაღლა ფრენასა (წერ.).
8. დაიძრა ქარავანი ურმებისა (ჭავ.).