იის სურნელით დაფერილ წიგნში შენ დამიკრიფე პირველი ია. მასწავლებელო, შენ ისე კარგი, ისე ლამაზი სახელი გქვია!
ჩვენც გვაზიარებ ქართულის სიბრძნეს. შენი მადლის და გარჯის წყალობით გზას ცხოვრებაში სიკეთით ვიგნებთ.
და სიყვარულით გვავსებ პატარებს, ყველა ბავშვს ისე ესათუთები, თითქოს შოთას და ვაჟას ადარებ.
იქნებ, ილია ზის მერხთან ისევ? გჯერა, რომ მხოლოდ ცოდნის სიმართლე, გამოაბრწყინებს სამშობლოს მზისებრ.
კითხულობ ქვეყნის მომავალ სვე-ბედს, გსურს, რომ პატარებს ცოდნის სინათლე ანგელოსივით მფარველად სდევდეს. |
ლექსები მასწავლებელზე • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |