მეხრე-ტეტია - მიხაკა და ღვიტიკელა გოგია, ვინც ქართულს დაამახინჯებს სუყველა პედაგოგია.
"უშინსკიც" შეუსწავლიათ: "პესტალოც-დისტერვეგები" არშიად გარეთ ავლიათ.
რაც სხვისგან გაუგონიათ, სურამში დაბადებული ნოვგოროდელი ჰგონიათ.
არც სხვანაირი ბუნება!.. სამაიმუნო გამხდარა მათი ჭკუა და გონება.
რომ ჰგმობდა ჩვენსა სკოლასა და მითი გულს უკეთებდა მთა-გადაღმიელ მოლასა?
მტრისა და მოყვრის მსახური, ჩაიბისმარკა: არ დასწვა არც მწვადი და არც შამფური.
დაჰქონდა გასაყიდადა, და ჩვენი ახალგაზრდობა დაიდვა გზად და ხიდადა.
აუხდა გულის წადილი!.. დღეს ეძებს მარტო მეგობრებს მზადა აქვს მათთვის სადილი.
ადვილი მოსაგებია!.. მოიხიბლება: ცუდს აქებს და დაჰგმობს რაც საქებია!..
დიდს და პატარას ყველასა... მაგრამ ვის? ინტელიგენტსა ფუჭსა და ღორმუცელასა.
ბრმა და ყრუ არის სოფელი: მოყვარე მტერი ჰგონია და მტერი - შემამკობელი.
მოდის და მოიფხორება... ვითომ ვერ იცნობს მოლასა ჩუმად კი ეამბორება.
ჯერ მაგას არა სცხებია: ვერ შეუგნია სხვისი რამ თავისიც დავიწყებია!..
ჩამდგარა ორ წყალთა შუა!.. გამოღმა გრძნობა დაჰკარგა და გაღმა დარჩა მას ჭკუა.
"ქვეყანას უმოახლოსა ვირს ვარდისახარს ეძახდნენ, რომ ხელი არვინ ახლოსა!.."
მეათე, გინდა მეასე!.. სულ ერთი გვარი არიან... შემისწავლია მე ასე.
იმათში თითო-ოროლა, როგორც ყვავებში ბულბული, ანუ ჩხიკვებში ტოროლა,
აღარ აძლევენ შველასა!.. ანდა თვის კერძად გახდიან, ან შეაჭმევენ მელასა.
უგვაროსა და გვარიანს, როდესაც ერთი ფასი აქვს კავთისხევსა და ვარიანს?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |