ერთი ფიქრი დღე და ღამე არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს: - შენ და მამას ნაადრევად თმაში თეთრი რად გერევათ? - უცნაური ბიჭი მყავხარ, - მოღიმარი ამბობს დედა, - შენ იზრდები, ჩემო კარგო, ჩვენ ვბერდებით, როგორც ხედავ. - არა, არა, აბა, გუშინ რატომ მითხრა მამამ ასე: - იმდენი თმა გვითეთრდება, რამდენჯერაც გაგვაბრაზებ! - მართალია, სწორი უთქვამს. . . - თუ ასეა, ჩემო დედი, ეტყობა, რომ ჩვენს ბებიკოს შენ ძალიან აბრაზებდი. |
ლექსები მამაზე • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |