აქ არის ჩემი ცისფერი სახლი, აქ ცხოვრობს ჩემი კეთილი მამა, ეზოში დარბის ნაცარა ძაღლი და უყეფს ღამეს და მთვარის მამალს.
შე ხარის გულო, აიღე ჭიქა, მე გიმკურნალებ ფაზისის შუქით, მე აქაური წვიმები მიყვარს.
თვალებში ჩამრჩა, ვით დიდი განძი, და ბავშვობიდან სახის იერით მე აქაური მეცნობა კაცი.
გახსენი სულის შვიდივე ბჭენი, ავწონოთ ჩემი ოქრო და ვერცხლი, ზედ მივაწეროთ სახელი შენი.
თუ მეღირსება სიკვდილი მშვიდი, მე სიზმარს ვხედავ: მოხუცი ძიძა გამოსალოცად ილორში მიდის.
მაგრამ მე პასუხს ყველაზე ვაგებ, მე გუშინ ვნახე მეგრელი ქალი, ცისკრის ვარდივით გახსნოდა ბაგე.
მე ჩემთვის უცნობ სივრცეებს ველტვი და ხაინდრავას ცხენივით ისევ გასარბენი მაქვს ათასი ვერსი.
მე აქაური მერგება დაღი, აქ ცხოვრობს სამი პოეტის მამა, აქ არის ჩემი სამოთხის ბაღი. |