შემოდგომა გაგვეპარა, მიილია, მიიწურა. ვენახები ჩაიკრიფა, დასაწური დაიწურა.
კარი ტკბილად გაიხურა. მზემ სხივები აიკრიფა მიწამ ნისლი დაიხურა.
ტყე და ჭალა ჩაიბურა, ცამ შუბლ-წარბი შეიჭმუხნა და სათოვლედ დაიბურა.
როდიღაა მხიარული, მერცხალი ფრთას აღარა სცემს არც უგალობს მას ბულბული.
არე-მარეს ნისლი ბურავს და საცაა დედამიწა ზამთრის საბანს დაიხურავს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |