თეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა!
ყელები უგავთ სურასა; ზამთარი მხოლოდ აშინებს ლაჩარს და ბუტუსურასა!
მაშ ნუღარ დაიგვიანებ, თუ გუნდაობას ვერ შეძლებ, პირს მაინც გაიმზიანებ.
ციგით და თხილამურებით, მეც მიყვარს თვალის დატკბობა ჯანსაღი თოვლის ყურებით!
ციგას რომ გავასრიალებ! ხან ზედ დაგისვამ მოყვარულად, ხან თოვლში გაკოტრიალებ!
ისე აგიწვავ ყურებსა, როგორც თონიდან ამოყრილ კოხტად დაბრაწულ პურებსა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |