ათოვს წაბლს და ათოვს მუხას, ტყე ფიფქებით დაბინდულა. ციყვი თავის პატარებით ფუღუროში შეყუჟულა.
ხეკაკუნა, გრძელნისკარტა, კოდალაა, ხომ იცანით? უკაკუნებს, ხის კანს ფანტავს.
ტყეს მოავლო ციყვმა თვალი. - ხეკაკუნავ, გამარჯობა, დაანებე ამ ხეს თავი,
ეგ მატლები და ჭიები, ნუ ხმაურობ, ეს-ესაა, დავაძინე პაწიები.
არ ჩაგივლის ეგ დრო ფუჭად, გაგათბობ და სადილადაც რკოს მოგართმევ თხელნაჭუჭას...
რკოს არჩევს და ციყვებს ართობს, გარეთ თეთრი ზამთარია, მდუმარე ტყეს მშვიდად ათოვს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |