ბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები.
თაგვმა და გველმა - ხვრელები; კვლავ კაჭკაჭთ დარჩათ მარტოკა კაკლის კენწეროს ხმელები.
გუნდი და გუნდი ტრიალებს, ხან მზის გულს მიეფიცხება და ხან ფიჩხებში წრიალებს.
მოღლილი მიწის მოვლითა, ძილს მისცემიან მინდვრებიც გადაპენტილნი თოვლითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |