ზამთრის პირს მოვინახულე ჩემი პატარა სოფელი, ცეცხლით გამთბარი დარბაზი, კერია ჩაუქრობელი...
მოყმენო, ბანი უთხარით, ზამთარიაო, გუგუნებს აკვამლებული ბუხარი!
ცისკენ რომ მიდის სვეტებად, ხალისით ამღერებული ტყვიისფერ ღრუბლებს ედება.
ჩამოთოვლილან ქედები, ღრუბლებში შეცურებულან ვით მარმარილოს სვეტები.
ეზოში მამლის ყივილი, შიშველ ხეებზე შეფრინდნენ ჩიტები ჟივილ-ხივილით.
გაიგეს გულის ნადები: სკოლიდან დაბრუნებულებს დაუდგამთ კაკანათები.
იძინებს ჩემი სოფელი. იძინებს ყველა, მხოლოდ ეს მარადის გაუქრობელი -
მასაც ჩემსავით უხარის, ზამთარიაო, გუგუნებს, გუგუნებს ჩემი ბუხარი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |