თოვლი მოვიდა ღუნღულა, აავსო მთაც და მინდორიც, ბუხარმა დაიღუღუნა: ზამთარო, მოხველ მშვიდობით! ხან ხევში ჩაიბუხუნე, შენა თქვი შენი სათქმელი, მე ჩემსას დავაგუგუნებ. ჭახჭახი გარეთ თოვლის და ყინვისა, შემომაჩვიე მალხაზი გოგო-ბიჭები კისკისა. მოხატე თეთრი ზღაპრითა, მე ვაჟზე ვიტყვი, ოდესღაც მზისკენ რაშით რომ გაფრინდა. ბარაქით, უფლის მადლითა, ამივსე ბეღელ-მარანი პურ-ხორცით, ღვინით, თაფლითა. დაგრჩეს ტყე, ჭალა, ქარაფი, მე გარს მომისხი სალხენად ჩემი ალალი ჯალაბი. აავსო მთაც და მინდორიც, ბუხარმა დაიღუღუნა: - ზამთარო, მოხველ მშვიდობით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |