ოქროს ზეცა, ოქროს მიწა. ოქროს ტყე და ოქროს ჭალა, ბინდი, ჰაერში რომ იწვა, მთებზე ნისლად გაიშალა. ერთურთს ვეღარ იპოვნიან და იღვრება ქარვისფერი შემოდგომის სიმფონია. ბაღში ქარი არხევს ატამს, რტოებს დამჭკანარ ფოთოლს აცლის და უაზროდ ირგვლივ ფანტავს. თითქოს ლექსის სტრიქონია და იღვრება ქარვისფერი შემოდგომის სიმფონია. ტირის გულამოსკვნით წყარო, აწ ფუტკარი ყვავილთაგან განძარცულ კორდს აღარ ყვარობს. ნაღდია თუ ლიტონია და იღვრება ქარვისფერი შემოდგომის სიმფონია. ყველა წუთი, ყველა წამი, ხდება უცნაურად ტკბილი, გავეკიდო უკან ლამის. რაც ამ გზებზე გვიქროლია და იღვრება ქარვისფერი შემოდგომის სიმფონია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |