რატომ სტირი პაწაწინა ყვავილო, გათოშილხარ, თვალები გაქვს სველი, მეც შენსავით პაწაწინა ჩიტი ვარ, და გაზაფხულს მოუთმენლად ველი.
გაზაფხულიც მალე, მალე მოვა, მოდი ერთად ვიცეკვოთ და გავთბებით, აღარ გვინდა, აღარ გვინდა გლოვა.
ვეღირსებით ცხოველი მზის სხივებს, ჭრელ ქულაჯებს შევიკერავთ მე და შენ, გავიკეთებთ დილის ნამის ღილებს. |