სუნთქვა შესწყვიტა ზამთარმა ცივმა, სითბომ შესცვალა ამინდი ქუში ისევ მოვიდა მაისის წვიმა და სიხარული ამინთო გულში.
მზეს კვლავ სამზეო აურჩევია ეს გაზაფხულიც მოვიდა ისე, როგორც ყოველთვის მაისს ჩვევია.
თეთრ ყვავილების კორიანტელით პირველი ელვის ერთი მოქნევით ერთად აანთო ასი სანთელი.
და აყვავება ანთებულ ხეთა, მაგრამ ამ მაისს ისე შევხარი, თითქოს გაზაფხულს პირველად ვხედავ.
ყვავილის თასში როგორ წკრიალებს გამარჯვებული არწივი ჰყივის და ჩემს სამშობლოს თავს დასტრიალებს.
სული ჩაუდგამს ხესა და რკინას, თითქოს მაისის პირველი ელვით, ახლადშექმნილი ქვეყანა ბრწყინავს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |