გარბის ყინვა, გარბის თოვლი, მზის სხივებით დაზაფრული… კი არ მოდის, მობრძანდება საყვარელი გაზაფხული.
გადახატულ მინდვრებით და ქუჩებითა, სამ თვეს უნდა იმუშაოს უხილავი ფუნჯებითა.
და სინაზით მარტო თბილისს კი არ მოსავს, საქართველოს დაამსგავსებს მწვანე მთების კრიალოსანს.
სიყვარული ლანქერივით მოძალდება… გზა დაუთმეთ, კი არ მოდის, გაზაფხული მობრძანდება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გურგენიძის პოეზია |