ვარსკვლავთა ხომლნი აბამენ ფერხულს, სიო მთის მწვერვალს დაჰქროლავს ცივად; ნამი ხის ყლორტებს უკოცნის ტუჩებს, ყვავილის ფურცლებს ესხმევა მძივად.
ჩაჰკონებია ვერხვის ტოტი ტოტს; წყარო ანკარა პირს ჰბანს ყვავილებს, ეთამაშება ბუნების წალკოტს.
და მეც ბანს ვაძლევ გაბრუებული, - ტურფავ, ეს შენ მღერ ნაღვლიან ჰანგებს, - თუ შორს ბუჩქნარში ჰკვნესის ბულბული?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |