კარში გამო, ბიჭო სესე, ველ-მინდორი თბება მზეზე, გუგულები მოგძახიან: კაფე-თესე, კაფე-თესე! დღეს მერცხალი შემოფრინდა, გადმოლახა ნისლი ხშირი, ტანზე კაბად ღამე ეცვა, მთვარის თეთრი გულისპირით. შემოფრინდა, შემოსხივდა ზღაპრიდან თუ არაკიდან, ცისარტყელას ჭრელი ლენტი გაჭრა კუდის მაკრატლითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |