დათბა, ცამ გული გვაჩვენა, ბარში მზემ თოვლი მოლია. ყანებს ჯეჯილი ამშვენებს, მინდვრებს - ხასხასა მოლია.
ქარმა დაქროლა ზენამა, სმენა და გული დაატკბო ჩიტების ლაღმა ენამა.
უფრო და უფრო ზვირთდება... ისედაც კოხტა მამული პატარძალივით ირთვება.
ყვავილმა სწრაფად იასა. ისრად ქცეული ტოროლა უგალობს მზეს და იასა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |