გაკვირტულა, გაკვირტულა, შინდის ტოტი გაკვირტულა! ჩიტი დახტის შინდის ტოტზე, განა ერთი, ცხრა ჩიტუნა!
ბარში დადგა, გაიტრუნა. ცივ ჩქერს ჩიტი დაეწაფა, განა ერთი ცხრა ჩიტუნა!
ტყის ფერდობი ჩითის ფერად დაჩითულა. ჩიტი გალობს ტყის ფერდობზე, განა ერთი ცხრა ჩიტუნა!
ცა მოხატა დიდებულად. შეხე, ჩვენი საქართველო როგორ აყვავილებულა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |