დღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა.
არემარე მესხვაფერა! - სასოებამ ფრთა გაშალა, გულსა მკრა და ამიძგერა!
უცნაური ვიგრძენ ძალი... ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? ახლოს არის მომავალი!
ზამთრისაგან დაჩაგრულსა: ვნახავ ქორწილს ბუნებისას, გავიგონებ მის მაყრულსა.
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას და ბულბულიც გამაგონებს მისებურად “ტია, ტიას!” |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |