გაზაფხულის წვიმის მოსვლა ნეტავ ვის არ აამღერებს, მზის სხივებთან ერთად მოსავს ამწვანებულ მთებს და სერებს.
- წკუპ-წკუპ! - ყვავილს, - კაკ-კუკ! კაკ-კუკ! - ფანჯრის მინას უალერსებს უამრავი წვიმის წვეთი პაწაწინა.
სიხარულით ფრთებს შლის თითქოს, დატყვევებულ ფრინველს მოჰგავს და ქუჩაში გასვლას ითხოვს.
იმწამშივე ვუღებ კარებს. - დიმ-დიმ! დამ-დამ! - ეს ხმა ტკბილი ეფინება არემარეს.
და ხასხასებს ყველაფერი. მღერის ქოლგა, მღერის წვიმა და მეც მათთან ერთად ვმღერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |