მალე ფერგადაშლილი ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი;
მთის მწვერვალი, ტყის პირი. და დაივლის ნარნარი გაზაფხულის ზეფირი.
წამიღებს სიმთა ჟღერა, ნისლით გამოერკვევა ჩემი გულის სიმღერა.
ჰანგი თავისებური, მკაცრი, მაგრამ ლამაზი, ნაზი, მაგრამ ველური.
თუ ნაღველს არ ერევა, ათას ხმაში ჩემი ხმა ამ ხმამ განაცალკევა.
თუ გულმავე არ ჰპოვა, ათას ხმაში ჩემი ხმა ამ ხმამ განამარტოვა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |