რა კარგია გაზაფხული, თვალწარმტაცი, მომხიბვლელი. ზამთრის ყინვით დათუთქული ახლა ყვავის ტყე და ველი.
და სიცოცხლეს სხვა ელფერი; ახლა გული ხარობს, ლაღობს სევდის დანით დანასერი!..
გაუშლია ქორფა გული, და ბულბული დამღერის თავს მისი ტრფობით დადაგული...
ყვავილებით მოკაზმული; ახლა ყველას ატკბობს, ხიბლავს ფთოსანთ მღერა-ჟრიამული...
ლაღ სიცოცხლის ნაკადული, რა კარგია, ღმერთო ჩემო, გაზაფხული, გაზაფხული!.. |