ეს რა დილა მოფრენილა, ეს რა ცის ჭიატი ჩნდება, მიწა ნათლით მოფენილა, ყველაფერზე თვალი მრჩება! ყოველ ხეზე ყოველ ფოთოლს, შესევია ფერდობს ფარა, დედას ეძებს კრავი თოთო. რა ლამაზი აუგია! შიგ მზის ტოლა კვერცხი უდევს, ჯერ არავის გაუგია! და ჭიკჭიკით შესძრავს სივრცეს, უგალობებს მამულს პირველს, გულს სიხარულს შემოგვისევს. ეს რა სასწაული ვნახე, მიწა ნათლით მოფენილა და ულურჯეს თვალებს ახელს!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |