უკვე დადგა თებერვალი, ეს ზამთარიც გაილია, მოიფშვნიტა ლურჯი თვალი და იღვიძებს თოვლქვეშ ია. მზემ ღიმილი გაახშირა, ზამთარს ხომ არ ეხუმრები, ბევრი ჯირკი დანახშირდა. მამა წალდით ბელავს ტირიფს, ახმაურდა ჩვენი სახლი, ვაზი სიხარულით ტირის. აღარ სცივათ კორჩიოტებს, ფესვით ქსოვენ მწვანე ჭილოფს, უკერავენ ხალათს კორდებს. ზამთრის ღამე დანახშირდა, უკვე მოდის გაზაფხული, უცხო ყალმით დახატული!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |