მე შორის გზიდან მოვდივარ მაღლის მთებიდან ბარადა, მოვჩქეფავ, მოვეშურები, მოვიმღერ ჰაი-ჰარადა.
ამწვანებულის მთებისა სალამი კლდეთა ჩანჩქრების და გაშლილ ყვავილებისა.
ცვარ-ნამად გამოწვეული; ერთს კალაპოტში ჩამდგარი, დღეს ნაკადულად ქცეული.
ერთია წადილ-სურვილი - გამხმარ ველ-მინდვრებს ვესხურო და თქვენ მოგიკლათ წყურვილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |