ინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა.
ადექით, ძილი კმარაო, მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან ამ დროს ვერ გაიხარაო.
სიმკვირცხლე, სიხარულიო, ხალისი სწავლა-ცოდნისა და ერის სიყვარულიო:
ბასილა, თაფლის კვერიო, ვაშლი და თხილი მრავალი, უხვად სხვაც ყველაფერიო;
სხვადასხვა გასართობიო, წიგნები ნაირ-ნაირი, ერთი მეორის მჯობიო.
იხტუნეთ, იცქრიალეთო, სხვა წლისთვის შესაგებებლად ჩემი დღეები თვალეთო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |