თუმცა მიწას თოვლი ფარავს და მზის სხივით აღარ იწვის, გულში მაინც ცეცხლი ელავს, დილა არის ახალი წლის.
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის; გულს კი მაინც ზეიმი აქვს - დილა არის ახალი წლის.
თითქოს ფრენა აღარ იცის, გულს კი თითქოს ფრთა შესხმია - დილა არის ახალი წლის.
ზედ ფოთოლი აღარ იძვრის; გულს კი თითქოს სიო არხევს - დილა არის ახალი წლის.
გული სახლში აღარ იცდის; მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს - დილა არის ახალი წლის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |