წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული, ვარდნაბამი ფურცელი, ჩვენს ყრმობაში ჩართული!
სიყვარული პირველი, ჩვენს აკვანს შემომჯდარი მგალობელი ფრინველი.
ჩვენს ყურთან რომ გაისმა, ყრმობა რომ გვისურნელა, როგორც ბაღი მაისმა.
ჩვენ ბავშვობა ბეჩავი - შავი კაბით გაზრდილებს, გახუნებულ ლეჩაქით.
ჩვენი ენა ქართული, ოქროსხმიან სიმებად გულში ამოხლართული.
ქართლის დიდი მთიები, პირველ ფურცელს გაშლიდა გამოხატულს იებით.
ნაკადულს და ტოროლებს, საწყალ ხარის ტირილსა, ხმასევდიან ოროველს.
სიცივით რომ კვდებოდა, მზე საწყალი კაცისა გორას მიჰფარებოდა.
ჭრელი აბგის მშვენება, მოიგონებს და შუქი გულზე დაეშენება.
რომ აქვს გულში ჩართული, - ჩვენი წიგნი ლამაზი, ”დედა ენა” ქართული! |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |