ღმერთს როდი შერკინებია ბიბლიურ სეხნიასავით, სიტყვას კალამი გაუნთო, როგორც ვაზის რქას სასხლავი.
ხარობენ მამა-პაპანი, ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი.
ჭიკჭიკით, ყელმოღერებით და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.
კიდობანს გამოემგვანა და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.
ყრმა რომ ზის დედის კალთში, თუ „დედა ენას“ მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,
ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს, ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო.
ქართული სულის ლაზათო, ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო. |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |