სხვა ენიდან საჭიროების გარეშე შემოტანილ სიტყვას ბარბარიზმი ეწოდება.
საინტერესო (და სასურველი) იქნება თქვენი შენიშვნები და დამატებები...
ინგლისური ბარბარიზმები
ადაპტაცია - შეგუება; მორგება; ავთენტური - ნამდვილი; სარწმუნო; უტყუარი; აფდეითი (აბდეითი) - განახლება; აპლიკანტი - კანდიდანტი; განმცხადებელი; აპლიკაცია - განცხადება; განაცხადი; აპლიკაცია (აპი) - პროგრამა; აპროქსიმაცია - დაახლოება; ამოპრინტერება - ბეჭდვა; აროგანტული - ამპარტავანი; ქედმაღალი; ასისტენტი - დახმარე; თანაშემწე ასპირანტი - კანდიდატი; პრეტენდენტი; აუთლაინი - მონახაზი; აუთქამი - შედეგი; ალარმირება - დაძაბვა; დაშინება; აფილაცია - კავშირი; კუთვნილება; აფილირებული - დაკავშირებული; აფლოუდი - ატვირთვა; ატიტუდი - მიდგომა;დამოკიდებულება; აქტორი - მოქმედი პირი; არტჰაუსი - ხელოვნების სახლი;
ბ
ბაიერი - შემსყიდველი; შესყიდვების მენეჯერი; ბიოდატა - ბიოგრაფია; ბენეფიტი - სარგებელი; ბეიჯი - სამკერდე მოწმობა; ბექგრაუნდი - ფონი; განათლება; წარმომავლობა; ბოიფრენდი - შეყვარებული (ბიჭი / მამაკაცი); ბორდი - მმართველობა; ბორდერიზაცია - საზღვრის გავლება; ბრეიქი - შესვენება; ბუსტი (დაბუსტვა) - რეკლამის გაკეთება; ბულინგი - დაჩაგვრა; დამუნათება; ბრო - ძმაო;
გ
გაიდალინი - მითითება; რეკომენდაცია; სახელმძღვანელო; გაშეარება - გაზიარება; გრუფი/გრუპი - ჯგუფი; გესტჰაუსი - საოჯახო სასტუმრო;
დ
დაედითება - რედაქტირება; ჩასწორება; დაკლიკვა (დაკლიკება) - დაწკაპუნება; დალაიქება - მოწონება; დაკოპირება - ასლის გაკეთება; დასპოილერება - შინაარსის წინასწარ თქმა; დაფეისთება - ჩასმა; დაფორვარდება - გადაგზავნა; დაფოლოვება - გამოწერა; დათაგვა - მონიშვნა; დაშეარება/შეარი - გაზიარება; დაქენსელება - გაუქმება; დაპოსტვა - გამოქვეყნება (სტატუსის); დასინვა - ნახვა და უპასუხოდ დატოვება; დატროლვა - პროვოცირება; მოტყუება; გასულელება; დაჰაიდება - გაქრობა; დაჰაჰავება - ემოჯით დაცინვა; დედლაინი - ბოლო ვადა; დისლაიქი - დაწუნება; დე ფაქტო - ფაქტობრივად / რეალურად; ე
ედიტორი - რედაქტორი; ედიტორიალი - სარედაქციო სტატია; ელიმინაცია - აღმოფხვრა; ენდიუზერი - საბოლოო (მომხმარებელი); ეგზისტენციალური - არსებითი; ემპათია - თანაგრძნობა; ემერჯენსი - გადაუდებელი; ემოჯი - ემოციების გამოსახულება (მცირე ზომის); ეთეჩმენტი - დანართი;
ვ
ვალიდაცია - დამტკიცება; დადასტურება; ვალიდური - სარწმუნო. დასაბუთებული; ვალიდურობა - ძალამოსილება; ვერდიქტი - გადაწყვეტილება; განაჩენი; ვიზაფრი - უვიზო ვიზიტორი - სტუმარი; ტურისტი; ვოლი - კედელი;
ი
ივენთი - ღონისძიება; ინსპირაცია - შთაგონება; ინტერვენცია - ჩარევა; იუზერი - მომხმარებელი; იმპროვიზაცია - დაუგეგმავი; სახელდახელო; (შესრულება); იმპლემენტაცია - განხორციელება; ინსტრუქცია - დარიგება; რეკომენდაცია; სახელმძღვანელო;
კ
კაზინო - სამორინე; კვასი - ბურახი; კლასტერი - ჯგუფი; კრეატიული - შემოქმედებითი; მახვილგონივრული; მხატვრული; კონსისტენცია - შემადგენლობა; შემცველობა; კოაბიტაცია/კოჰაბიტაცია - თანაცხოვრება; თანაარსებობა; კოლაბორაცია - ერთობლივი მუშაობა; თანამშრომლობა; კონტრიბუცია - წვლილი; კოოპერაცია - თანამშრომლობა; კონტროვერსიული - საკამათო; სადაო;
ლ
ლაითი - მსუბუქი; ლაიქი - მოწონება; ლაივი - პირდაპირი; (ეთერი) ლიდერი - ხელმძღვანელი; წინამძღოლი; მეთაური; ლეტალური - სასიკვდილო; ლოკაცია - ადგილმდებარეობა; ლოკდაუნი - ჩაკეტვა; ლოიალური - კეთილგანწყობილი; ლუზერი - ხელმოცარული; უვარგისი;
მ
მენეჯერი - მმართველი; მეილი - ელ-ფოსტა; მესიჯი - შეტყობინება;
ნ
ნარატივი - მსჯელობა; თხრობა; თვალსაზრისი; მოსაზრება; ნიუსი - ახალი ამბავი; ნეგატივი/ნეგატიური - უარყოფითი;
ო
ობზერვაცია - დაკვირვება; ოვერლაპი - გადაფარვა; ოვერდრაფტი - მოკლევადიანი სესხი; ოფერი - წინადადება; შეთავაზება; ოფცია - ოფციონი ოქეი (ოკეი) - კარგი. ოვერტაიმი - ზეგანაკვეთური;
პ
პამპერსი - ჰიგიენური საფენი; პერფორმანსი - წარმოდგენა; პრიორიტეტული - უპირატესი; პოზიტივი/პოზიტიური - დადებითი; პოზიცია - ადგილი; თანამდებობა; პრანკი - ოხუნჯობა; ხულიგნობა;
რ
რეპორტი - ანგარიში; რესეფშენი - მიმღები; რიქვესთი - მოთხოვნა; რიმეიქი - გადაკეთება; გადაკეთებული;
ს
სეილი - ფასდაკლება; სენსიტიური - ფაქიზი; მგრძნობიარე; სელებრითი - ცნობილი (პოპულარული) ადამიანი; სმაილი - ღიმილაკი; სნექი - ხემსი; სუპერვაიზერი - ზედამხედველი; სტაფი - მომსახურე პერსონალი; სტრიმი - მიმდინარე; მიმდინარეობა; სფიჩი - სიტყვა; გამოსვლა; სპამი - დაუკითხავად გაგზავნა; სენტენცია - აზრი; გამონათქვამი; სორი - ბოდიში; სქილი - უნარი;
ტ
ტარგეტირებული - გამიზნული; ტრენდი - მიმდინარეობა; მიმართულებ; ტენდენცია
თ
თიმი - ჯგუფი; გუნდი; თინეიჯერი - მოზარდი;
ფ
ფართი - ღონისძიება/წვეულება/მიღება; ფეიკი - ყალბი; ფეშენ ვიკი - მოდის კვირეული; ფეიჯი - გვერდი; ფავორიტი - რჩეული; საყვარელი; ფაზლი - ასაწყობი თავსატეხი; ფასვორდი - პაროლი; ფასტ ფუდი - სწრაფი კვება; ფასილიტატორი - წამყვანი/წარმმართველი/მრჩეველი/მოდერატორი ფასილიტაცია - გაადვილება ფიდბექი - უკუკავშირი ფოლოვერი - გამოწერი; მიმდევარი; ფრენდი - მეგობარი;
უ
უნივერსი - სამყარო; ურგენტული - სასწრაფო; გადაუდებელი უიქენდი - შაბათ-კვირა;
ქ
ქასთინგი - შერჩევა ქეისი - კერძო საქმე/საკითხი/პრეცედენტი ქეისი - ტექნ. - ჩასადები (მობილური, სათვალე და სხვ.) ქეში - ნაღდი; ქვიზი - (წერითი) ტესტი (სკოლაში, კოლეჯში და ა.შ) ქოვორქინგი - საერთო, საზიარო; ქონექშენი - კავშირი;
შ
შოპინგი - საყიდლებზე წასვლა; შოურუმი - საგამოფენო/სადემონსტრაციო დარბაზი;
ჩ
ჩაფეისთება - ჩასმა ჩელენჯი - გამოწვევა;
ჰ
ჰაბი - ცენტრი; ჰაილაითი - მნიშვნელოვანი მომენტი; ჰიპერლინკი - ჰიპერბმული;
რუსული ბარბარიზმები
აბგონი - გასწრება; აბაროტი - ბრუნი; აბალოჩკა - გარსი; აბლეპიხა - ქაცვი; აბივკა - გადასაკრავი; შემოსაკრავი აბლიცოვკა - წინა პანელი; აბგონი - გასწრება; აბმოტკა - ხვია; აბრატკა - უკუსადენი; უკურეაქცია აბშივკა - გადასაკრავი პანელი; ავჩალკა (ავჩარკა) - ნაგაზი; აგრანიჩიტელი - შემზღუდველი; ავტობანი - ჩქაროსნული მაგისტრალი; ადიალა - გადასაფარებელი; საბანი; ალადიკი - ოლადი; აპალოვკა - ყალიბი; აპორნი - საყრდენი; ასკოლკა - ნამსხვრევი; ატვიორტკა - სახრახნისი; ატაპლენიე - გათბობა; აფსაითი - თამაშგარე; ახოტნიჩი - სამონადირეო; აჯიმანია (აჟიმანია) - აზიდვა;
ბ
ბაგაჟნიკი - საბარგული; ბაკი - ავზი; ბალკონი - აივანი; ბასეინი - აუზი; ბარდაჩოკი - უჯრა; ბანკა - ქილა; ბაბინა - როჭი; ბაკალი (ბოკალი) - კათხა; ბენზოკალონკა - ბენზინგასამართი სადგური; ბინტი - დოლბანდი; ბოკალი - ორთომელი; ბენზო კალონკა - ავტოგასამართი სადგური; ბენზო ნასოსი - საწვავის ტუმბო; ბლინი - მაჭკატი; ბლიჟნი - ახლომაშუქი; ბოლტი - ჭანჭიკი; ბოქსი - კრივი; ბულკი - ფუნთუშა; ბუბლიკი - ბლითი; ბუდილნიკი - მაღვიძარა; ბურანი - თოვლმავალი; ბუკვალური - პირდაპირი მნიშვნელობით; სიტყვა-სიტყვით; ბუკეტი - თაიგული; ბრასლეტი - სამაჯური; ბრიტვა - სამართებელი; ბრატ (ბრატცი) - ძმაო (ძმებო);
გაიკა - ქანჩი; გარაჟი - ავტოფარეხი; გაზი - ამაჩქარებელი; გარჩიცა - მდოგვი; გლაზოკი - საჭვრეტი; გლუშიტელი - მაყუჩი; გაზის პლიტა - გაზქურა; გაშპაკვლა - შეფითხნა; ფითხნა; გაკრასკვა - შეღებვა; გალოვკა - თავი; თავაკი; გარშოკი - ღამის ქოთანი; გიფსოკარდონი - თაბაშირმუყაო; გილზი - მასრა; გოლკიპერი - მეკარე; გაშკურკვა - გახეხვა; გრეჩიხა - წიწიბურა;
დ
დვორნიკი - საქარე მინის გამწმენდი; დვორნიკი - მეეზოვე; დვიჟენია - მოძრაობა; დანგრატი - დომკრატი; დალნი - შორსმაშუქი; დაჩიკი - მაჩვენებელი; სენსორი; გადამწოდი; დირკა - ნახვრეტი; დუხოვკა - ჰაერღუმელი; დუბლიონკა - მოთრიმლული ტყავის ქურქი დრუჟბა - ბენზინის ხერხი; დროჟი - საფუარი;
ე
ექსპერიმენტი - ცდა;
ვანა - სააბაზანო; ვალი - ლილვი; ვაფშე (ვაბშე) - საერთოდ; ვეზდეხოდი - ყველგანმავალი; ვენოკი - ყვავილების გვირგვინი; ვედრო - სათლი; ვერტალიოტი - ვეტმფრენი; ვეშოლკა - საკიდი (ტანსაცმლის); ვიზიტკა - სავიზიტო ბარათი; ვიკლუჩატელი - გამომრთველი; ვინტოვკა - შაშხანა; ვიჩინა - ლორი; შაშხი; ვზიატკა - ქრთამი; ვიჟიმნოი - დამწოლი ქურო; ვოზდუხამერი - ჰაერმზომი (აირმზომი); ვკლადიში - შუასადები; ვტულკა - მილისი; ვსიო - მორჩა;
ზ
ზაბორი - ღობე/მესერი; ზაპასკა - სათადარიგო (მაგ; საბურავი); ზამეკანია - მოკლე ჩართვა; ზასლონკა - სადა; ზატო - სამაგიეროდ; ზნაკი - ნიშანი; ზადნი - უკუსვლა; ზადნები - უკუსვლის მაშუქი ფარები; ზავოდი/ზაოდი - ქარხანა; ზალა - მისაღები/სასტუმრო ოთახი; ზაგრუზკა - ატვირთვა; ზაგარი - რუჯი; ზაგატოვკა - ნამზადი; ზაგლუშკა - სახშობი; ზანავესკა - ფარდა; ზაპრავკა - გამართვა; გაწყობა; ზდაროვა - გამარჯობა; სალამი; ზონტიკი - ქოლგა; ზნაჩიტ - მაშასადამე;
ი
იუბკა - ქვედაბოლო/ქვედატანი; იასნა - ცხადია (თავისთავად); იმბირი - კოჭა; იტოგი/იტოგში - შედეგი/შედეგად; იაშიკი - ყუთი; იჟოგა - კუჭის წვა; გულძმარვა;
კ
კაკ მინიმუმ - სულ მცირე; კაშნი/კაშნე - ყელსახვევი; კალოტკა/კალოდკა - ხუნდი; კაპოტი - ხუფი, გარსაცმი; კალონკა - (გათბობის) ქვაბი; კარდანის ვალი - კარდანის ლილვი; კარობკა - კოლოფი; კრესტავინა - ჯვარედინი; კოფევარკა - ყავის მადუღარა; კრიშა/კრიშკა - სახურავი/თავსახური; კალენვალი - მუხლა ლილვი; კალპაჩოკი - საცობი; კალოდკა - ხუნდი; კრაოტი - საწოლი; კანცოვკა - დასასრული; კანეშნა - რა თქმა უნდა; კაროჩე - მოკლედ; კერასინკა - ნავთქურა; კოფე - ყავა; კოსტუმი - პიჯაკი კვარტირა - ოთახი; კირკა - წერაქვი; კისლატა - მჟავა; კუხნა - სამზარეულო; კლაპანი - სარქველი; კრილო - ფრთა; კრანი - ამწე (ავტოკრანი- ავტოამწე); კრანი - ონკანი; კრიშა - სახურავი; კანალი - არხი; კალბასი - ძეხვი; კარბურატორი - შიგაწვის ძრავა; კოლიცო - რგოლი; კლემა - ლარტყა; კრილო - ფრთა; კრუშკა - ტოლჩა; კურტკა - ქურთუკი; კუზაო - ძარა; კლუჩი - ქანჩი; კრედიტ კარტა - საკრედიტო ბარათი;
ლ
ლამპოჩკა - ნათურა; ლაბავოი - საქარე მინა; ლებიოდკა - ჯალამბარი; ლუფტი - ფოლხვა; ლიჟები - თხილამურები; ლუსტრა - ჭაღი;
მ
მალინა - ჟოლო; მაიკა - მაისური; მარაზილკა - საყინულე; მახავიკი - მქნევარა; მიგალკა - მაჭუტი; ციმციმა; მალიარი - მღებავი; მატოვი - მქრქალი; მუფტა - ქურო; მიგალკა - ციმციმა; მატორი - ძრავა; მარაზილკა - საყინულე; მეშოკი - ტომარა; მეხანიკი - მექანიკოსი;
ნ
ნასკი - წინდა; ნასოსი - ტუმბო; ნაკანეჩნიკი - შემაერთებელი ღერძის ბუნიკი;
ო
ოგნეტუშიტელი - ცეცხლმაქრი; ორგსტეკლო - ორგანული მინა;
პ
პადვალი - სარდაფი; პადზემკა - მიწისქვეშა გადასასვლელი; პადოში - ლანჩა; პადშებნიკი - საკისარი; პავიდლო - ჯემი; პადნოჟკა - სარმა; ფეხის დადება; პადვესკა - საკიდარი; დაკიდების სისტემა; პაკა - ნახვამდის; კარგად; პახმელია - ნაბახუსევი; პაჭკა - შეკვრა პედალი - სატერფული; პორშენი - დგუში; პილნიკი - მტვერდამცავი; პრისკი - შეფრქვევა; პრიანიკი - თაფლაკვერი; პერერივი - შესვენება; პახმელია - ნაბახუსევი; ნასმურევი; პლოსკოგუბცი - ბრტყელტუჩა; პრაკლადკა - საფენი, სადები; პადიეზდი - სადარბაზო; პადსვეტკა - შენათება; პროტივოტუმანნი - ნისლსაწინააღმდეგო; პაკრიშკა - საბურავი; პერაჟკი - ღვეზელი; პეტრუშკა - ოხრახუში; პრივეტ - გამარჯობა; პლიტა - ქურა; პლიტა - გადაბმულობის ფილა; პრუჟინა - ზამბარა; პლატოკი - ცხვირსახოცი; პლანი - მწკრივი; პლანკა - თამასა; პლავკა - საბანაო ტრუსი; პლოსკი - ბრტყელი; პივა - ლუდი; პირატული - მეკობრული; პილასოსი - მტვერსასრუტი; პოლი - იატაკი; პოლის ჯოხი - იატაკის ჯოხი პლოსკოგუბცი - ბრტყელტუჩა; პრაგლატკა - საფენი; პრიჩოსკა - ვარცხნილობა; პროსტინა - ზეწარი; პესოკი - ფხვნილი; სილა პრიცეპკა - მისაბმელი; პრავოდი - სადენი; პროსტა - უბრალოდ; პავაროტნიკი - მოხვევის შუქმაჩვენებელი; პადუშკა - პნევმო ბალიში; პადგალავნიკი - თავის სამაგრი; პრობკა - საცობი; პაიანიკი - სარჩილავი; პრივიჩკა - ჩვევა; პრარაბი - სამუშაოთა მწარმოებელი;
ჟ
ჟიტკოსტი - სითხე; ჟეშტიანშიკი - მეთუნუქე; ჟოსტკი - ხისტი;
რ
რაკოვინა - ნიჟარა; რასპრედვალი - გამანაწილებელი ლილვი; რასპირიტელი - მფრქვევანა; რაზვადნოი კლუჩი - ქანჩქამანდი; რაზდატკა - გამანაწილებელი; რიჟა - წითური; რიჩაგი - ბერკეტი; რულავოი კალონკა - საჭის კბილანა სადგარი; რეზულტატი - შედეგი; რუჩნიკი - ხელის მუხრუჭი; რაზვალი - ნახარი; რაზვალნი ვტულკა - საილენტბლოკი; ნახარის მილისა; როლიკი - გორგოლაჭი; რგოლი; რიადი - რიგი; რული - საჭე; რემენი - ღვედი; რაზვალი - ნახარი; რეშოტკა - გისოსი; რუჩკა - კალამი; რუჩკა - სახელური.
ს
სალნიკი - ჩობალი; სალფეთქი - ხელსახოცი; ხელსაწმენდი; სასისკი - სოსისი; სასტავი - შემადგენლობა; საჩკაობა - უსაქმურობა; საპოჟნიკი - მეწაღე; ხარაზი; სეტკა - ბადე; სვეჩი - აალების სანთელი; სვეტაფორი - შუქნიშანი; სიმკარტა - სიმ ბარათი; სოსკა - საწოვარა; სტოლი - მაგიდა; სტუპიცა - მორგვი; სტაიანკა - ავტოსადგომი; სვესი - განაკიდი; სმეტანა - არაჟანი; სტოპ - სდექ; სტერჟენი - სტაბილიზაციის ძელის კავშირი; სუტკა - დღე; სოსკა - საწოვარა; სიდენია - სავარძელი; სკამეიკა - გრძელი სკამი; სკეპტიკი - სკეპტიკოსი; სუხოი - სტაბილიზაციის ძელი; სუხარი - ორცხობილა; სვარკა - შედუღება; სპიჩკა - ასანთი; სემიჩკა - მზესუმზირა; სუპი - წვნიანი საროჩკა - პერანგი; სუმკა - ჩანთა; სტოლბა - ბოძი (ძელი);
ტ
ტაჩკა - ურიკა; ტაბურეტკა - ტაბურეტი; ტაბლეტი/ტაბლეტკა - აბი; ტავარი - საქონელი; ტორმუზი - მუხრუჭი; ტენისი - ჩოგბურთი; ტუფლი - ფეხსაცმელი; ტუმანიკები - ნისლსაწინააღმდეგო ფარები; ტულკა - მილისი (მილისა); ტუალეტი - საპირფარეშო; ტრაილერი - ავტომატარებელი; ტოკარი - ხარატი; ტიაგა - შემაერთებელი ღერძი; საწევარი; ტიაგაჩი - უნაგირა; საწევარი; ტრენერი - მწვრთნელი; ტრენიროვკა - ვარჯიში; ტრამბოვკა - ტკეპნა; ტრანსფარენტული - გამჭვირვალე; ტრაილერი - ავტომატარებელი;
უ
უბორკა - დალაგება; დასუფთავება; უგოლნიკი - კუთხოვანი რკინა; უგალოკი - კუთხის (ავეჯი); უბორნია - საპირფარეშო; უდლინიტელი - დამაგრძელებელი (ელექტროსადენი); ურა - ვაშა; უსილიტელი - გამაძლიერებელი; უშანკა - ყურებიანი ქუდი; უპლატნიტელი - მამჭიდროებელი;
ფ
ფერჩატკი - ხელთათმანი; ფანერკა - ფანერა;
შ
შატუნი - ბარბაცა; შარავოი - ბურთულა სახსარი; შპილკა - სარჭი; შკურკა - ზუმფარა (სახეხი ქაღალდი); შიტოკი - ძარ საფარი; შოფერი - მძღოლი; შპაკვლა - ფითხნა; შტანგა - ძელი; შტეფცელი - როზეტი;
ჩ
ჩაინიკი - ჩაიდანი; ჩისტიტელი - მინასაწმენდი; ჩერდაკი - სხვენი; ჩულქი - მაღალყელიანი წინდა;
ც
ცეპლენია - გადაბმულობა; ცეპი - ჯაჭვი; ცელოფანი - პარკი; ცინიკი - ცინიკოსი;
ხ
ხალასტოი - უქმი სვლა; ხალაძელნიკი - მაცივარი; ხარაშო - კარგი; ხადავოი - სავალი მოწყობილობა; ხადავშიკი - სავალი ნაწილების შემკეთებელი; ხალადეცი - ლაბა; ლაბასხმული; ხამუტი - ცალუღი;
ჟ
ჟუვაჩკა - საღეჭი რეზინი; ჟმოტი - ძუნწი ფ
ფეჩი - ღუმელი
შ
შლაგბაუმი - ხერგილი; შტანგა - ძელი; ხარიხა; შნუროკი - თასმა; შპილკა - სარჭი; შპიონი - ჯაშუში; შკაფი - კარადა; შუტკა - ხუმრობა; |