აღტაცებულ გულით ვიღებ გრძნობით სავსე მე საწყაულს, სიყვარულით მოგილოცავ, გამარჯვების დღესასწაულს. განთქმული ხარ და რჩეული, სულ იბრძოდი არ ყოფილხარ შენ მონობას დაჩვეული! დავით აღმაშენებელი, ბევრი გმირი გოლიათი, - ქართლის დამამშვენებელი. მწვერვალივით დასანახი - გადაჰყურებ მთელ ქვეყანას თამარ-მეფის ტურფა სახით! მიუძღვება წინ ლამპარით - რვაასი წლის რუსთაველი, - შენი ბრძენი წინაპარი! გული ენთო სანთლად წინა, მკერდზე აჩნდა პატარა კახს, რაც ჭრილობა აგაცდინა! შავი ფიქრი და მერანი, შენს კალთებში დაიბადა გულფოლადი ამირანი! - და მზის თვალთა გასახელად - გაარღვია საუკუნე და საქვეყნოდ გასახელა! და გელათი, და მარტვილი, ტაბაწყური, ბაზალეთი და თბილისის ზღვა ნამდვილი! ცისარტყელა გადებული, და კაშკაშა ორდენივით, მზე - ზაჰესი ანთებული! უძველესი შენი ერი, - თუმც იტანჯა და ეწამა ცხოვრობს მარად ბედნიერი! გაჰქრა შენი მწუხარება და ბუნების ჰიმნს გიმღერის მთების წყალთა მქუხარება! ბავშვთა ჟივილ-ხივილია, ცა ქათქათებს, - ქვეყნის სარკე, ცაზე - შენი ღიმილია! გაიშალე მხარ-მკლავები, და შვილები გაგიმრავლდეს უხვად როგორც ვარსკვლავები! შენი ძე ვარ, შენი მკვიდრი, ფიქრი დამყვა ოდითგანვე შენი მთის და შენი მინდვრის! შენს იქითა არსად წავა, სულ გეტრფის და თავს გევლება შენი ბედის დასაცავად! თუნდ მცირეა და ზღვას არ ჰგავს, ზღვას მდინარ მარად ერთვის და სახესაც არა ჰკარგავს! მან ტყვიისგან აგიფარა, სჭექდა ვაჟა და აკაკიმ შენ იმედი დაგიბარა! ჯაჭვს რომ სყვეტდა გმირთა-გმირი, - სიხარულით შეგეცვალა ამდენი ხნის გასაჭირი! მტარვალებმა შენ გაწვალეს, ჩვენი დედა-სამობლო ხარ, გაიხარე, გენაცვალე! ბევრჯერ მწვანე გადაიცვა, წყარო შენი ცხოვრებისა არ დაშრა და არ დაიწვა! უკვდავების წყაროს დენა, არ დაშრება დედის გული ჩვენი მკვიდრი დედა-ენა! აზიდულებს მაღლა, ცამდი, ბარად ჟღერდნენ ბულბულები, მე - არწივის ხმას ვბაძავდი! დარაზმული დათა-დასი, - მე ლექსების ჯარი მახლავს, განა ასი და ათასი?! არც ემღეროს, ეღაღადოს, თუ ოდესმე რომელიმეს მამულისთვის ეღალატოს! ხან კი რისხვად გადაქცეულს, - დღესაც ვრაზმავ, მებრძოლ რაზმად, მე ლექსების ათასეულს. შრომის ბაღნარს თუ ხარაჩოს, გვერდში უდგეს მშობლიურ ხალხს და მშვიდობას უდარაჯოს! გარეთ მტერი განგაშებდეს, თავისუფალ ქვეყნებს შორის მუდამ ასე კაშკაშებდე! გრძნობით სავსე მე საწყაულს, სიხარულით ვეგებები შენს ბრწყინვალე დღესასწაულს! შენი იმერ-ამიერი, შენი გამარჯვების იყოს, შენი მრავალჟამიერი! |