დაგლოცავ გაფრიდაულო, ლექსის ღვინიან ყანწითა სულით და გულით ჯილაგო ჭანგებუცვეთელ არწივთა. გულში ფოლადი ჩაგისხა მშობელი დედის მანდილმა და ელვის ფრთები შეიბი ქარიშხლის ფრთებზე გაზრდილმა. დედა გმირის სულს გიდგამდა პატარას ხელში აყვანილს. მტერთან ბრძოლაში ბარის ხალხს მთის ფიცით დაემწყემსურე ძმობის დროშის ქვეშ ეძახდი ფშავლებს და მამაც ხევსურებს. ზეზვას ფრანგულის ელვის ქვეშ კანკალს იწყებდნენ თათრები, თათრის სისხლით პირს იბანდა შენი ფრანგული მართალი მხარიღლივ სხეპდი ურჯულოს, უტეხ მთიელთა სარდალი. ირხევა ორი ალვანი, როგორაც შენი ბეჭები. შენზე სიმღერით მიარღვევს დღეს თუში მწყემსი მწვერვალებს და ობელისკი ბახტრიონს შენი ხმალივით ელვარებს. მშვიდობის მთვარე ლურჯ ცაზე შენი ფარივით ჰკიდია. თუშურ გარმონზე დავმღერით დღეს შენთვის დაწნულ სიმღერას დღეს თუშთა მშვიდი ცხოვრება შენს საღარივით მიღელავს, დღეს შენს სიცოცხლეს აპურებს შენი ამაგი პიტალო, ამაყი მთების ლეგენდავ, ქართული ბრძოლის ტიტანო. შავი კლდის ორბის თვალებავ, ჯილაგო მამაც არწივთა. ყვავის ის მხარეშენ ცხენმა ნალით რომ დაჰკრა ბეჭედი, ირხევა ორი ალვანი, როგორაც შენი ბეჭები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |