რა ლამაზია თუშეთი და ლაშარობა თუშური, რქებჩაგრეხილი ჭედილა სანთლით შუბლგადატრუსული. კოხტა ვაჟი და ქალია, ხევებში ამღერებული შმაგი ალაზნის წყალია. ცეცხლზე შიშხინი მწვადისა, გარმონზე აცეკვებული თითები თუშის ქალისა. სადოღე ცხენთა კისრები და ქორბეღელას ფერხულში მგლისმუხლა მწყემსი ბიჭები. ლურჯკაბიანი ფიჭვები, მიყვარს დართლო და ჩიღოს მთა, მათ სიყვარულით ვიწვები. და ლაშარობა თუშური, რქებჩაგრეხილი ჭედილა, სანთლით შუბლგადატუსული. ცვარმოდებული მწვადები ღადარზე გამოშუშული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |